logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი განახორციელებს სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორში - ეს იქნება კომბინირებული თავდასხმა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან
- +

23 ოქტომბერი. 2023. 22:38

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი განახორციელებს სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორში და აღნიშნა, რომ ეს იქნება ლეტალური თავდასხმა.

 

 

გალანტმა ისრაელის საზღვაო ძალების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ შეტევისთვის.

 

 

"ჩვენ საფუძვლიანად ვემზადებით. ეს იქნება ულმობელი შეტევა. ეს იქნება კომბინირებული თავდასხმა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან", - დასძინა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner