პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, ბურჭულაძეს არავითარი გუნდი არ ჰყავს და პარტიაში არავის ენდობა. აქვე ლაგაზიძემ აღნიშნა, რომ პარტიაში გაჩნდა ფინანსური პრობლემაც, რამაც პროცესები შეაჩერა.
„პაატა ბურჭულაძეს არავითარი გუნდი არ ჰყავს, თუნდაც ერთი კაცი. ამ თვეების განმავლობაში, მას გაუმყარეს რწმენა, რომ საკუთარ გუნდს არ უნდა ენდობოდეს. მე გულწრფელად მეცოდება პაატა ბურჭულაძე, რადგან პოლიტიკაში, ამ უმძიმეს სფეროში, ის არავის ენდობა. შესაბამისად, შეუძლებელია, მან გუნდი ააშენოს"- აღნიშნა ლაგაზიძემ.
როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, პარტიაში გაჩნდა ფინანსური პრობლემებიც, რამაც პროცესი გააჩერა, რომელიც აქტიურ პიკში იყო.
„რაც შეეხება ნაციონალებს, ივლისის თვიდან ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო. ერთი მხრივ, ის არ ენდობოდა და არ უფრთხილდებოდა საკუთარი გუნდის წევრებს და ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. მეორე მხრივ, პარტიაში გაჩნდა სერიოზული ფინანსური პრობლემები, დაახლოებით ორთვიანი დავალიანება და გაჩერდა პროცესი, რომელიც აქტიურობის პიკში იყო. მაშინ, როდესაც არცერთი პოლიტიკური პარტია არ აქტიურობდა, ჩვენ ფაქტობრივად, მოვიარეთ მთელი საქართველო, შევხვდით ხალხს, შევისწავლეთ პრობლემები და უცებ იწყება სრული ფინანსური კოლაფსი", -განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.