logo_geo
eng_logo
მედია: „ჰამასი“ „წითელ ჯვარს“ 50 მძევალს გადასცემს
- +

23 ოქტომბერი. 2023. 23:42

ტელეკომპანია i24-ის ცნობით, „ჰამასი“ „წითელ ჯვარს“ 50 მძევალს გადასცემს. ისინი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან. გადაცემა ხან-იუნისის რაიონში მოხდება.

 

 

„ალ-არაბია“ „ჰამასში“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გათავისუფლდებიან უცხოური პასპორტების მქონე მძევლები.

 

 

ეგვიპტურმა წყაროებმა ასევე განუცხადეს სინაის საინფორმაციო სააგენტოს, რომ მძევლების გადაცემა „მომავალ საათებში მოსალოდნელი იყო“ რაფაჰის საგუშაგოზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner