ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
როგორც ისრაელური მედია იუწყება, საუბარია 8ო და 85 წლის ქალბატონებზე, რომლებიც 7 ოქტომბერს გაიტაცეს.
ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება ყატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მოხდა.