ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ სახმელეთო ჯარები ძალიან კარგად არიან მომზადებულნი ღაზის სექტორში შეტევის განსახორციელებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
"ჩვენ გვსურს "ჰამასის" დაშლის დონემდე მიყვანა. მისი ხელმძღვანელობა, მისი სამხედრო ფრთა. ამიტომაც დიდი ძალით ვუტევთ. ჩვენ ვანადგურებთ მაღალი რანგის მეთაურებს, ვანადგურებთ ინფრასტრუქტურას და ვიმოქმედებთ დიდი მონდომებით. სამხრეთში მანევრი ძალიან კარგად იყო მომზადებული", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.