ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ღაზის სექტორში განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ 7 ოქტომბერს მომხდარ საჰაერო თავდასხმაზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბერს ისრაელის არმიამ „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მურად აბუ მურადი მოკლა.