logo_geo
eng_logo
ფიზიკოსი მერაბ აბდალაძე „ტაბულას“ ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:51

 


სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი მერაბ აბდალაძე წერს, რომ „თუ ტელეკომპანია „ტაბულამ" მართლა მიჰყიდა თავისი შოუ „რესტორანი" რუსებს, ძალიან ცუდია".




ცუდია ორმაგი სტანდარტი. თუ ჭორია, ბოდიშს გიხდით, თუ ჭორი არ არის განმარტებებს ველოდები. ძალიან მინდა, რომ ჭორი იყოს", - წერს მერაბ აბდალაძე, რომლის პოსტსაც აქტიური გამოხმაურება და იმავე პათოსის კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.



ლევან კვარაცხელია: „მოკლედ, „кухня тв", რომელმაც იყიდა „ტაბულას" გადაცემა, შედის ჰოლდინგში „Ред Медиа". ეს ჰოლდინგი კი, როგორც „ვიკიპედიიდან" ირკვევა, არის დაარსებული „გაზპრომის" მიერ.



ორმაგი სტანდარტია, როდესაც კლანს აქვს პრეტენზია, ამერიკელებისგან მიიღოს დაფინანსება ანტირუსული პროპაგანდისათვის, რასთან დაკავშირებითაც აწარმოებს პიარკამპანიას, ხოლო ამის ფონზე და ამავდროულად იღებს ოფიციალურ რუსულ დაფინანსებას (ფაქტობრივად „გაზპრომისგან").



ასევე ორმაგი სტანდარტია, როცა ზემოთ აღნიშნულის ფონზე რუსულ პროპაგანდასვე ეყრდნობა, როცა ხაზს უსვამს საპირისპირო კლანის „შეცდომებს", რასაც წარსულში ღიად, ხოლო ახალი მოცემულობით იმ შაბლონურად მოლაყბე პოლიტიკოსების პირით გვამცნობს, რომლებიც მათი წარმომადგენლები არიან და წესით, იმავე „შეცდომების" გამტარებლები უნდა იყვნენ, როცა სახელმწიფოს მართვის სადავეებს ჩაიბარებენ გამომდინარე მათი საპატიო ადგილისა ძირითად საარჩევნო სიაში".



პოსტსა და კრიტიკულ კომენტარებს „ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს:



მერაბ - ტურიზმი ექსპორტია, გამარკვიე, რატომ არ აპროტესტებ რუსეთთან უვიზო მიმოსვლას?  რა ორმაგი სტანდარტია!

 

 

მოკლედ, ორმაგ სტანდარტში დადანაშაულებამდე, მე ველოდები შენგან, 

მერაბ, ტაბულას" ერთ განცხადებას, სადაც რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ვითხოვთ.

 

 

ორმაგ სტანდარტზე ვინც საუბრობს, ყველასგან ველი მტკიცებულებას, რომ ისინი აპროტესტებდნენ:

 

1) მიშა სააკაშვილის მიერ უვიზო რეჟიმის გამოცხადებას რუსეთთან 2010 წელს.

 

2) ყველა ბიზნეს ტრანზაქციას, რომელიც მიშა სააკაშვილის დროს რუსეთთან შედგა.

 

3) ნაციონალური მოძრაობის" პროგრამას, სადაც არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთს ბაზარი უნდა ჩავუკეტოთ - პირიქით, ლიბერალიზაციაზეა მთელი პროგრამა აწყობილი.

 

 

თუ ვერ წარმომიდგენთ თქვენი პროტესტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს - ხმა ჩაიგდეთ.

 

 

რაც შეეხებატაბულას" - „ტაბულა" ყოველთვის გააპროტესტებს რუსეთისთვის ბერკეტის მიცემას, რომ რაიმე ტიპის უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ან ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

 

 

ამავდროულად, „ტაბულა" ყოველთვის დარჩება თავისუფალი ბაზრის მომხრედ და სწორედ ამიტომ უჭერს მხარსნაციონალურ მოძრაობას", - წერს ჩერგოლეიშვილი.



„გაზპრომის" დაფუძნებული მედიაჰოლდინგისთვის თამარ ჩერგოლეიშვილის პროექტის მიყიდვას სოციალურ ქსელში ეხმაურება თეა თაბაგარიც.


 

„მართალია, ჯერ კუხნა.რუზე, მაგრამ ჩერგოლეიშვილს უკვეწამს, რომ მედიადიალოგში ჩაერთო და დაალაგებს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩერგოლეიშვილის გადაცემების შესყიდვა დაუწყია რუსეთს.

 

 

ესეც, ეტყობა, ამერიკის დაფინანსებული ანტირუსულ  კარდაკარია, ან შეიძლება იქ არ გამოვიდა რაღაც და ახლა ასეც ჯობს?

 

 

P.S. „кухня тв", რომელმაც იყიდატაბულას" გადაცემა, შედის ჰოლდინგში „Ред Медиа". ეს ჰოლდინგი კი არის დაარსებულიგაზპრომის" მიერ.

Материнская компаниая

Газпром-Медиа Холдинг

 

 

სხვათაშორის, გაზპრომის" ეს ჰოლდინგი არის ამერიკის სანქციურ სიაში", - წერს თაბაგარი.




თამარ ჩერგოლეიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე თემას ცალკე პოსტიც მიუძღვნა:



 

რამდენიმე შეშლილი ბობოქრობს, სავარაუდოდ იმ წრიდან - თავის დროზე ლიანდაგებზე რომ გაიშხლართნენ, რუსეთს ბლოკადა უნდა მოვუწყოთო.

 

 

შფოთვის მიზეზად ასახელებენ, რომ ტაბულას" ორმაგი სტანდარტი აქვს, ტელეპროდუქტი რუსეთში გაყიდაო.

 

 

(პირველი ქართული სატელევიზიო რეალითი შოუა, რომელიც უცხოურ ბაზარზე გაიყიდა და ძალიან გვიხარია)

 

 

არასოდეს, ჩემი ცხოვრების არცერთ მონაკვეთში არ მიფიქრია, რომ რუსეთში ექსპორტი უნდა აიკრძალოს, ან რუსეთიდან ტურიზმი დაიბლოკოს.

 

 

უფრო მეტიც, არათუ მე არ ჩამითვლია ეს საჭიროდ, არამედ არც იმ პოლიტიკურ გუნდს მიუჩნევია რუსეთში ექსპორტის აკრძალვა მართებულად, რომელსაც მე ამ არჩევნებში მხარს დავუჭერ.

 

 

 

კიდევ უფრო მეტი - იდიოტად მივიჩნევ ყველას, ვინც თვლის, რომ საქართველომ ბაზარი უნდა ჩაკეტოს რუსეთისთვის.

 

 

ორმაგ სტანდარტზე საუბრისას, გთხოვთ წარმოადგინოთ "ტაბულას", ჩემი, ან "ტაბულას" რომელიმე წარმომადგენლის ის განცხადებები, სადაც რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ვითხოვთ, ან რუსეთიდან ტურიზმის დაბლოკვას (ესეც ერთგვარი ექსპორტია).

 

 

"ტაბულა" წინააღმდეგია რუსეთს ხელში ჩავუგდოთ იარაღი, რომლითაც ჩვენს უსაფრთხოებას შეარყევს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის მყარი პოზიცია გვექნება.

 

 

მაგრამ არასოდეს, არცერთ ეტაპზე არ დაუჭერს მხარს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, ან რუსეთიდან ტურიზმის დაბლოკვას", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner