საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას „france 24“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა, რათა გამოხატოს ფრანგი ხალხის სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ.
მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ოპოზიციის ლიდერ ბენი განცს შეხვდება.