„ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შემოყვანა, ძალიან დაბალი ინტელექტუალური დონით არის განპირობებული“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას ფიგურა შეძლებს იმ ხეპრეობის გადაფარვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ დღეს ახასიათებს.
„ნიკანორ მელია რას აცხადებს, ის ერთია, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი ფაქტი, რომ მას არ სწყალობს დავით კეზერაშვილი. სხვა განსხვავება არანაირად არ არის. რაც შეეხება გვარამიას შემოყვანას, ეს განპირობებულია ძალიან დაბალი ინტელექტუალური დონით და ფიქრობენ, რომ ყოფილ პროკურორს, ყოფილ განათლების მინისტრს, „ნაცმოძრაობის“ შემოქმედს გააჩნია ის რესურსი, რომლითაც გადაფარავს იმ ხეპრეობას, რაც „ნაცმოძრაობას“ დღეს ახასიათებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.