23-24 ოქტომბერს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 104-ე სემინარი - „რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა: სტაბილურობის პროექცირება, უსაფრთხოების განმტკიცება და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაწინაურება“ - იმართება.
ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, გიორგი ჩაკვეტაძის და თეონა აქუბარდიას შემადგენლობით მონაწილეობს.
სემინარის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის: შვედეთის კონტრიბუცია NATO-ში და პარტნიორების მხარდაჭერა; უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის; საქართველოს ევროატლანტიკური გზა; ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში შვედეთის მედეგობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და სხვა.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსნები მონაწილეობენ.