logo_geo
eng_logo
პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთ“-ის სემინარში მონაწილეობს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 10:47

 

 

23-24 ოქტომბერს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 104-ე სემინარი - „რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა: სტაბილურობის პროექცირება, უსაფრთხოების განმტკიცება და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაწინაურება“ - იმართება.

 

ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო  დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, გიორგი ჩაკვეტაძის და თეონა აქუბარდიას შემადგენლობით მონაწილეობს.

 

 

სემინარის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის: შვედეთის კონტრიბუცია NATO-ში და პარტნიორების მხარდაჭერა; უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის; საქართველოს ევროატლანტიკური გზა; ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში შვედეთის მედეგობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და სხვა.

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსნები მონაწილეობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner