„პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ახირებას ჰგავს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დადებას გამოეხმაურა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს.
„სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციას ვერაფერი დააკლო, მასთან წააგო და გაბრაზებულმა ჯავრი ისეთ ცვლილებებზე იყარა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა უზრუნველყოს.
რა თქმა უნდა, ამ ვეტოს დავძლევთ, რათა გამოხატვის თავისუფლების დროს, რომელიც დაცული უნდა იყოს ქვეყანაში, სხვამ არ ისარგებლოს და გარკვეული ტიპის პროვოკაციები არ მოაწყოს, რისი გეგმაც არსებობს, როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.