logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის კატასტროფაა, თუ ის ნინო ლომჯარიასთან ერთად ვიზიტებს გეგმავს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 11:10

 

 

ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის კატასტროფაა, თუ ის ნინო ლომჯარიასთან ერთად ვიზიტებს გეგმავს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ვიზიტებისას კონსტიტუციას აღარ დაარღვევს, თუმცა თუ ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე წავა, ეს კიდევ მეორე პრობლემა იქნება.

 

„ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის კატასტროფა არის, თუ ის ნინო ლომჯარიასთან ერთად ერთობლივ ვიზიტებს გეგმავს. გაუგებარია, რა სტატუსი აქვს ნინო ლომჯარიას და რა სტატუსით უნდა იყოს პრეზიდენტის დელეგაციაში. ეს ყველაფერი ცოტა ფანტასტიკის სფეროდან ჟღერს და სრულიად გაუგებარია. დიდი იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დონემდე მაინც არ დაეცემა და გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანთან ერთად ვიზიტში არ წავა. კატასტროფაა, რადგან პრეზიდენტის ვიზიტებს გარკვეული პროტოკოლი და ჩარჩო აქვს. შესაბამისად, როცა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტია, მასში განსაზღვრულია თითოეული მონაწილის სტატუსი. როცა პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მიდის, მას დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვიზიტებისას კონსტიტუციას აღარ დაარღვევს, თუმცა, თუ ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე წავა, ეს კიდევ მეორე პრობლემა იქნება“,- აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner