logo_geo
eng_logo
სოფელ თოგოიანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 11:22

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანში 1 075 გრძივი მეტრი მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

გზის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე  შოთა ბეგლარაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი  ნუკრი მიდელაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

მშენებელი შპს „ჩაგელა“  ამჟამად ტრასის აღდგენის,  დამაგრების და კიუვეტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

 

ხელმძღვანელი პირები მშენებელს და ადგილობრივ მოსახლეობას გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.

 

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის  ბიუჯეტი  627 000 ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner