logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: სად და რას გავაკეთებ მომავალში?
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:52



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:



მინდა, ქართველ ერს და აქ მცხოვრებ ყველა ღირსეულ ადამიანს გავუზიარო ჩემი აზრი, რადგან ვიცი, ბევრს აინტერესებს, სად და რას გავაკეთებ მომავალში? უამრავ კითხვას სვამენ... მე მთელი ჩემი სიცოცხლე უდიდესი სიყვარულით ვემსახურე საქართველოს, მიუხედავად გამოვლილი ომებისა, უკიდურესი სიდუხჭირისა თუ პირადი ტრაგედიებისა, სიცივისა თუ შიმშილისა, მამის უგზო-უკვლოდ დაკარგვისა თუ უსამართლო პოლიტიკური წნეხისა, ყველაზე მთავარი - ერთგულება და ღირსება არ დამიკარგავს! ამ ფასეულობით სამშობლო ფიქრითაც არ მიმიტოვებია და მის ცრემლსა თუ ტკივილს თქვენთან ერთად ვიზიარებდი, თქვენი სიყვარულით გაძლიერებული კი ორი ათეული წელი მთელ მსოფლიოში ღირსეულად ვატარე თქვენი და ჩვენი სამშობლოს, საქართველოს დიდება! აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ მივხვდები რომ ჩემი პიროვნების რესურსი ამოიწურა ქართულ ოცნებაში", როგორც ადამიანი და საჭირო პოლიტიკური ძალა, პრემიერთან, რომლსაც უდიდეს პატივს ვცემ,  საბოლ შეხვედრის შემდეგ (თუ სეთი გაიმართა) მივიღებ გადაწყვეტილებას, წავიდე... უამრავ ბრძოლაგამოვლილი წავალ სახლისკენ, სადაც ჩემი ტკბილი სახელმწიფო მეგულება... თავისუფალი, ამაყი და ვალმოხდილი! უდიდესი სიყვარულით, თქვენი ლუკა კურტანიძე", - წერს ლუკა კურტანიძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner