logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის მომავალი უსაფრთხოება იქნება უფრო მეტად დაცული, იქნება უფრო საიმედო თუ ჩვენ სამი ქვეყანა გავხდებით ევროკავშირის წევრები
- +

24 ოქტომბერი. 2023. 11:36

 

 

საქართველოს დელეგაციაც მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს ამ სამიტზე და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პრაღაში იმყოფება, სადაც ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტი იმართება.

 

„ასევე, გვექნება შესაძლებლობა და ხმამაღლა მოვუწოდებთ პარტნიორებს შემდგომი ნაბიჯებისკენ, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ და ასევე ძალიან ბევრს ამ დარბაზში სჯერა, რომ ევროკავშირის მომავალი უსაფრთხოება იქნება უფრო მეტად დაცული, იქნება უფრო საიმედო თუ ჩვენ სამი ქვეყანა გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასევე გამოვიყენებთ დროს შესვენებებს შორის ორმხრივი ქვეყნებისთვის. შევხვდებით ავსტრიის, შვედეთის, საბერძნეთისა და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების დელეგაციებს“, - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner