logo_geo
eng_logo
ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 500 მლნ ევროს დახმარების გამოყოფა უნგრეთმა დაბლოკა
- +

24 ოქტომბერი. 2023. 13:15

 

 

ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის 500 მლნ ევროს დახმარების გამოყოფის საკითხი ვერ შეათანხმეს. მიზეზი - უნგრეთი წინააღმდეგ გამოვიდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

 

თანხების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან იგეგმებოდა. ის, რომ საკითხი ჩავარდა, ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„ჩვენ ეს პრობლემა ამ დრომდე ვერ გადავჭერით. მაგრამ გამოსავალს ვეძებთ და ასე თუ ისე მას მოვძებნით“, - განაცხადა ბორელმა.

 

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ასევე, განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გამოყოფა წლის ბოლომდე უნდა შეთანხმდეს. ასევე, უნდა შეიქმნას ახალი ფონდი, საიდანაც უკრაინა ყოველწლიურად 5 მლრდ. ევროს მიიღებს შეიარაღებაზე და ჯარის წვრთნის პროგრამაზე.

 

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა, უნგრეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გამოყოფას მხარს იქამდე არ დაუჭერს, ვიდრე უკრაინა უნგრულ ბანკს OTP „ომის სპონსორების სიიდან“ არ ამოიღებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner