logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ამერიკის დაზვერვის გაფრთხილებაზე: თუ არჩევნებში იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ყველას მივაწვდით ინფორმაციას. ეს არის ჩვენს ინტერესებში
- +

24 ოქტომბერი. 2023. 13:47

 

 

თუ სადმე [არჩევნებში] იქნება ჩარევის რისკები, ბუნებრივია, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ინფორმაციას. ეს არის ჩვენს ინტერესებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

 

„ზოგადად, არც ერთი ქვეყანა უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ [და არა მხოლოდ რუსეთის]. თქვენ გახსოვთ, საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთვოდა წინასაპარლამენტო არჩევნებს, გახსოვთ იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ა.შ. არ არის ეს სწორი. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. თუ სადმე [არჩევნებში] იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით, ყველას მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. ეს არის ჩვენს ინტერესებში“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

ამერიკულმა დაზვერვამ ასზე მეტი სახელმწიფო რუსეთის მხრიდან მათ არჩევნებში ჩარევის მცდელობების შესახებ გააფრთხილა. Reuters-ის ინფორმაციით, მოსკოვი აქტიურად იყენებს როგორც ჯაშუშურ ქსელებს, ისე სოციალურ და სახელმწიფო მედიას მთელს მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების, მათ შორის სამართლიანი არჩევნებისადმი ნდობის შესარყევად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner