logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არსებობს გეგმა, შეიქმნას ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარიას პოლიტიკური პარტია, ყოვლად უპერსპექტივოა ყველა ასეთი გაერთიანება
- +

24 ოქტომბერი. 2023. 13:50

 

 

ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებობს გეგმა, შეიქმნას ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარიას პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ყველა ასეთი გაერთიანება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ეს პოლიტიკური პარტია შეიქმნება ისევ და ისევ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის წევრები“. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ფასი აღარ აქვს სალომე ზურაბიშვილის არცერთ ნაბიჯს. ზოგადად, ამ ქალბატონმა დაკარგა აქტუალობა. შესაბამისად, არცერთ მის ნაბიჯს ფასი არ ექნება“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner