ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" წევრმა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორთან" დევნილების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ თანხა გამოჰყო იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეთ საცხოვრებელი სახლები და მათი პრობლემები მოგვარდეს.
„დევნილების პრობლემა ჩემთვის ცნობილია. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საცხოვრებელი სახლები მიიღონ და მათ საყოფაცხოვრებო პრობლემა არ ჰქონდეთ.
ამ პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს, ერთი, საკუთარ სახლებში დაბრუნების და მეორე მმართველი გუნდის მიერ საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების.
დევნილთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფომ თანხა გამოჰყო, რომ მათი ეს პრობლემა მოგვარდეს, ვიმედოვნებ, რომ ყველა დევნილის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.