logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ცუდია, რომ სემინარებს რევოლუციაზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ
- +

24 ოქტომბერი. 2023. 14:20

 

 

„იქ, სადაც პირდაპირ არის დაანონსებული პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში, ბუნებრივია, ამ სემინარზე სიყვარულის ახსნას არავინ ასწავლის“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე კომენტირებისას, რომლის სახელია - „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“.

 

გურამ მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და მათი დამფინანსებლების ერთადერთი გეგმა რევოლუციაა.

 

„აქ იქნება საუბარი რევოლუციაზე, ძალადობაზე, რაც ამ სემინარების შინაარსებშივე წერია. რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება ბაკურიანის, „კანვასის“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, სერგი კაპანაძის და ა.შ. სემინარებისა, რომლებიც რევოლუციაზე მოწოდებებს შეიცავს. ეს ხალხი დილით ადრე რომ დგება, ერთმანეთს ასე მიმართავს: „რევოლუცია მოდის? მოვა, აბა, რას იზამს“. ეს არის მათი შინაარსი. ცუდი ის არის, რომ ამას აფინანსებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner