logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ლომჯარია და პრეზიდენტი ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ და არ შეუწყობენ სტატუსის მიღებას
- +

24 ოქტომბერი. 2023. 14:22

 

 

როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება შეიძლება, იყოს მათი მიზანი“, - ასე გამოეხმაურმა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლომჯარია და პრეზიდენტი ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ და არ შეუწყობენ სტატუსის მიღებას.

 

„ლომჯარია და პრეზიდენტი სამწუხაროდ ჩვენ უკვე თამამად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად სტატუსის მიღებას, რადგან ამაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი. როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება იყოს მათი მიზანი. მისი ვიზიტი და ვოიაჟი რას შეიძლება ემსახურებოდეს, მარტივი გადასაწყვეტი და მარტივი აღსაქმელია“ – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner