logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დღეს ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება, ამ ქვეყანაში არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ რევოლუციური და თავს მოხვეული გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუწყობენ
- +

24 ოქტომბერი. 2023. 15:37

 

 

დღეს ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ამ ქვეყანაში არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ რევოლუციური და თავს მოხვეული გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუწყობენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ინდიგოსა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებული გამოცემის „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ შეფასებისას განაცხადა.

 

„ჩვენ გვახსოვს აკერმანის ტრენინგები ბაკურიანში, „კანვასის“ ტრენინგები, რომელზეც გვითხრეს, რომ მოგეჩვენათ, სხვა რაღაცასთან გაქვთ საქმეო. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი საერთო რევოლუციური გეგმის ნაწილი, თუმცა ქართული სახელმწიფო თავის ადგილას დგას და ეს არ არის მაგალითად 2003 წლის საქართველო, სადაც სახელმწიფო და ინსტიტუტები მოშლილი იყო. დღეს ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ამ ქვეყანაში არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ რევოლუციური და თავს მოხვეული გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუწყობენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner