„ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც არ მაქვს გადაწურული იმედი, მაგრამ როგორც ჩანს, იქითკენ მიდის საქმე, რომ სალომე ზურაბიშვილი აპირებს, დარღვევა იყოს არა ერთეული ექსცესი მისი მხრიდან, არამედ - სისტემა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას პატივი ვცეთ. ნებისმიერი ადამიანი, იმის მიუხედავად, რა თანამდებობას იკავებს, ქვეყნის მიმართ პატივისცემას გამოხატავს მისი მხრიდან კონსტიტუციის მიმართ პატივისცემაში. როცა ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც არჩეული იყო საქართველოს პრეზიდენტად და რომლის ფიციც იწყება იმით, რომ კონსტიტუციას დაიცავს და ვნახეთ, რომ მან დადასტურებულად საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც იმედი არ მაქვს გადაწურული, მაგრამ როგორც ჩანს, იქითკენ მიდის საქმე, რომ ის აპირებს, დარღვევა იყოს არა ერთეული ექსცესი მისი მხრიდან, არამედ იყოს სისტემა. მისი მხრიდან საქართველოს კონსტიტუცია არის აბსოლუტურად უპატივცემულო. ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნასაც არავის ვუსურვებ. მის მრჩევლებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდებ, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი - კონსტიტუციის უპატივცემულობის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.