logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავდა ვითომ ზეპარტიული პრეზიდენტი და სახალხო დამცველი, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებლები აღმოჩნდნენ - ლუსტრაცია მიმდინარეობს და ჩვენი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 16:48

 

 

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ლუსტრაციაა. ჩვენ გვყავდა ვითომ ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. გვყავდა ვითომ ზეპარტიული სახალხო დამცველი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლომჯარია-ზურაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ლუსტრაცია მიმდინარეობს და ჩვენი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და აფასებს. საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ქართველი ხალხის მანდატით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენი კონსტიტუცია. ვინც ამას პატივს არ სცემს, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავია ახლა თუ უწინ, ამ ხალხს კონსტიტუცია და ქვეყანა საკუთარი უკანა ეზო ჰგონია, რომელსაც თავისი გემოვნებით მოაწყობს, ეს ასე არ არის. ვინც ქართველ ხალხს პატივს სცემს, მან პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნებაა, რომ ის წარმოდგენილი იყოს მისი ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე. ასევე ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს ესა თუ ის ენჯეო საგარეო ურთიერთობებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner