logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ ქვეყანას ევროკავშირის გზაზე პროგრესი არ ჰქონდეს, ფიქრობენ, რომ ამის ინსტრუმენტირებას შეძლებენ არეულობისა და რევოლუციური სცენარებისთვის
- +

24 ოქტომბერი. 2023. 16:55

 

 

ეს არის ის განწყობა, რაც ოპოზიციაში არის. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ოპოზიციას ვიზალიბერალიზაციის დროს ჰქონდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ „საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის“.

 

მისი თქმით, ახლა რადიკალური ოპოზიციის ღია და პირდაპირი პოლიტიკაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

 

„გახსოვთ, მაშინ „ევროპული საქართველოს" ლიდერების ისტორიები მოარულად დადიოდა, რომლებიც ბრიუსელში კაბინეტიდან-კაბინეტში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ ჰქონოდა. მაშინ, ეს ამბად დარჩა და ვერავინ დაადასტურა. დღეს ამ ყველაფერს ღიად აკეთებენ და ამას ვხედავ, მათ შორის იმ შეხვედრებზე, რომელსაც ჩემთან ერთად ოპოზიცია ესწრება. მათი პირდაპირი პოლიტიკაა, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს და ქვეყანას წინსვლა არ უნდა ჰქონდეს. თავიანთი გამოსვლების 90 პროცენტს იმას უთმობენ, თუ რამდენად ცუდია ჩვენი ქვეყანა, რამდენად ვართ უკან სხვა ქვეყნებთან შედარებით, რამდენად ცუდია ხელისუფლება. ამის ბოლოს ერთ წინადადებას იტყვიან - ამ ყველაფრის მიუხედავად, გთხოვთ, მოგვანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ალბათ, ამაში გულისხმობენ, რომ სტატუსი უნდა მოგვანიჭონ ლამაზი მთა-ბარის, მდინარეების, ფლორისა და ფაუნის გამო, რადგან სხვა მხრივ, მათ საკუთარი ქვეყნის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, რაც გამოიხატება ქვეყნისა და ხალხის მიღწევების ძაგებაში. ბოლოს ნამუსის მოსაწმენდად ამბობენ, რომ სტატუსი მაინც მოგვანიჭეთო. მათი ზოგიერთი წარმომადგენელი მოკლედ და გასაგებად ამბობს, რაც მათ სურთ. სურთ, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე პროგრესი არ ჰქონდეს და ეს ერთადერთი მიზეზის გამო - ისინი ფიქრობენ, რომ ამის ინსტრუმენტირებას შეძლებენ არეულობისთვის, რევოლუციური სცენარებისთვის. მათი მიზანია ამ ფორმით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს უკვე ერთხელ შარშან ივნისში ვნახეთ, როცა სტატუსი არ მოგვენიჭა. ვნახეთ, თუ როგორ გაერთიანდა რადიკალური ჯგუფები იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ხალხი ხედავს, იცის. კარგია, რომ მათი რადიკალური სცენარები ეკრანებს იშვიათად ცდება. სადაც ეკრანებს გასცდენია, ხალხსაც შესაბამისი პასუხები გაუცია რადიკალებისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner