„აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია. აგონიაა იმით, რომ ჯგუფებს, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და საბოლოო ჯამში თავად ირყევიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ანტიპატრიოტული ქცევის შედეგი.
„ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რაზეც ეს გაერთიანებები იქმნება - ეს არის ანტიქართული კოალიცია, რომლის მიზანია არა ქართველი ხალხის მსახურება, არამედ რაღაც გარედან მოხვეული დღის წესრიგის განხორციელება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.