logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ლავროვის განცხადებაზე: ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია
- +

24 ოქტომბერი. 2023. 17:05

 

 

პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

„ფორმატში [3+3], სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

„ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში [3+3-ის ფორმატი] კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს, - ამის შესახებ თეირანში 3+3-ის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner