logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზაზე: ეს არის ოკუპაციის თანმდევი პროცესი და ოკუპაციის მძიმე შედეგები
- +

24 ოქტომბერი. 2023. 17:20

 

 

თავისთავად, ეს არის ოკუპაციის თანმდევი პროცესი და ოკუპაციის მძიმე შედეგები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

„როცა ოჩამჩირეზე საუბრობენ, ისიც უნდა გაიხსენონ, რომ მისი პირველი რეკონსტრუქცია 2009 წელს მოხდა. ზუსტად იმ პერიოდში, როცა ყველა ასეთ პროცესს ჩქმალავდნენ. თავისთავად, ეს არის ოკუპაციის თანმდევი პროცესი და ოკუპაციის მძიმე შედეგები, რომელიც არის. ეს არის ერთ-ერთი დამატებითი გამოწვევაც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ პორტის და ბაზის გარეშეც საქართველოს ტერიტორიაზე, მის ოკუპირებულ ნაწილებში ბაზირებულია რუსეთის რეგულარული არმია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner