„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ზესტაფონს, თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
-
+
24 ოქტომბერი. 2023. 17:32
„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- „ქართული ოცნების“ ზესტაფონის ორგანიზაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს;
- თერჯოლის ორგანიზაციას - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე;
- ტყიბულის ორგანიზაციას - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.
იმერეთის მხარეში პარტიული კონფერენციები 25 და 26 ოქტომბერსაც ჩატარდება. ხვალ კონფერენციები სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში გაიმართება.