logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ზესტაფონს, თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 17:32

 

 

„ქართული ოცნება“  რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს.  ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

 

  • „ქართული ოცნების“ ზესტაფონის  ორგანიზაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს;
  • თერჯოლის ორგანიზაციას - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე;
  • ტყიბულის ორგანიზაციას - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

 

იმერეთის მხარეში პარტიული კონფერენციები 25 და 26 ოქტომბერსაც ჩატარდება. ხვალ  კონფერენციები სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში გაიმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner