logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: კონსტიტუციის დარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომა, რაც კი ნებისმიერი თანამდებობის პირმა შეიძლება ჩაიდინოს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 18:01

 

 

როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, მის ნებისმიერ საქმიანობას ყველანაირი აზრი ეკარგება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

„ჩვენი პოზიცია პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დადასტურდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. კონსტიტუციის დარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომა, რაც კი შეიძლება ნებისმიერი თანამდებობის პირმა ჩაიდინოს ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ამას აკეთებს პრეზიდენტი, მის ნებისმიერ საქმიანობას ამის შემდეგ ყველანაირი აზრი ეკარგება და მგონი, შეფასებებიც აღარ ღირს, რას გააკეთებს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner