„სამწუხაროდ, პრეზიდენტი კვლავ არღვევს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. იმის მაგივრად, რომ ოდნავი რიდი მაინც გამოიჩინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დემონსტრაციულად არღვევს მას და ამბობს, გავაგრძელებ დარღვევასო“, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პრეზიდენტს არ აკისრია რაიმე კონკრეტული დავალება და პასუხისმგებლობა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების არსებულ არცერთ გეგმაში.
„პრეზიდენტს და მის ყოფილ მაგინებელთა გუნდს, დღეს მის გარშემო რომ არიან შემოკრებილნი, ერთადერთი მიზანი აქვთ - თუ მაინცდამაინც მოგვცეს ეს სტატუსი, ისე დაამძიმონ ამ სტატუსის მოცემულობები, რომ საქართველოს ახალი წინაპირობები წაუყენონ. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი ექნება მათ ამ ვოიაჟებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.