logo_geo
eng_logo
არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:58



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს.



პრემიერის თქმით, დავით ბაქრაძე არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება.



ამჟამად აშშ-ში ელჩი არჩილ გეგეშიძეა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner