logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკური შინაარსით მიიღება, ამიტომ რაიმე სახის ვითარების გამწვავება შეიძლება ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 18:18

 

 

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკური შინაარსით მიიღება, ამიტომ რაიმე სახის ვითარების გამწვავება აქ შეიძლება ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ერთი რამ არის საფრთხილო, ჩვენ ვხედავთ, რომ ალბათობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა საქართველოსათვის საკმაოდ გაზრდილია, ამ შემთხვევაში, ასეთი [რადიკალური] ძალები შეიძლება მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ქვეყნის შიგნით რაიმე ისეთი ინციდენტის, ან პროცესის პროვოცირება მოახდინონ, რაც შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის და კანდიდატის სტატუსის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ჩვენ კარგად დავინახეთ, როგორ აწყობდნენ რევოლუციური წინაპირობების შექმნის მოზაიკას [რადიკალური ოპოზიცია], უბრალოდ ეს არ გამოუვიდათ. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკური შინაარსით მიიღება, ამიტომ რაიმე სახის ვითარების გამწვავება აქ შეიძლება ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner