logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: თუ ნაციონალები სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ არჩევნებზე, მზად არიან, ქუჩის არეულობას ხელი შეუწყონ
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:58



ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ქუჩის არეულობა მოაწყოს, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს.



„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ცდილობს, ქუჩა მოირგოს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა". ამ თვალსაზრისით, სამზადისი უკვე დაწყებულია. ვიცი, როგორც ხდება ე.წ. ზონდერების მობილიზება. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზეც.

 

„ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა მინიმუმია, რომ თავისი გაიტანოს ამ არჩევნებზე, ხოლო თუ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, ანუ წარმატებას არჩევნების გზით, მზად არიან, ხელი შეუწყონ ქუჩის არეულობას. ამის რესურსი მათ ნამდვილად აქვთ. სადაც არის ბევრი ფული, იქ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მზად არიან, არეულობაში მიიღონ მონაწილეობა", - აცხადებს მამუკა არეშიძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner