logo_geo
eng_logo
ოლივერ ვარჰეი: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველანაირ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
- +

24 ოქტომბერი. 2023. 20:33

ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი აღნიშნავს, საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ევროინტეგრაციის გზაზე ყველანაირ მხარდაჭერას მიიღებს.

 

 

„კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველანაირ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”,- წერს ვარჰეი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner