logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უმეტესად გვესმის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ, რადგან 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
- +

24 ოქტომბერი. 2023. 20:34

"უმეტესად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, რომელთაგანაც გვესმის უპირობო მხარდაჭერის დაპირება, რომ ისინი დეკემბერში საქართველოს მხარს დაუჭერენ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება.

 

 

„გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არ იყო სამართლიანი და ეს უნდა გამოსწორდეს დეკემბერში. მეორეს მხრივ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელთაც აქვთ კითხვები და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ძალიან ხშირად მათი კითხვები გამოწვეულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან მიწოდებული მცდარი ინფორმაციებით, რაც ძალიან აზიანებს საქართველოს ინტერესებს“, -განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner