logo_geo
eng_logo
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად, ერთი ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა, ხოლო სამი მოზარდი მძიმედ დაშავდა
- +

24 ოქტომბერი. 2023. 20:38

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტა თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

 

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გარდაიცვალა ერთი ოჯახის ორი წევრი, ხოლო სამი მოზარდი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner