logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ფსონის დადება ამ ოპოზიციურ სპექტრზე, რომელიც არის აბსოლუტურად განულებული, ავტომატურად ნიშნავს წაგებას
- +

24 ოქტომბერი. 2023. 21:36

"რა თქმა უნდა, ახლა ეს უკვე „ორჯერ ორი ოთხივით“ არის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ემსახურებოდა შარშანდელი უსამართლო დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და რას ემსახურება ის 12 რეკომენდაცია და უკაცრავად ამ სიტყვაზე, „იწილო-ბიწილო“, რასაც ჩვენ ვხედავთ, ფოტიგა, კრამონები, კუბილუისები რას არ კადრულობენ, რეალურად ყველანაირად შეურაცხყოფას გვაყენებენ, "- ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

 

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დღევანდელ ოპოზიციას არ გააჩნია იმის საშუალება, რომ ხელისუფლება შეცვალოს.

 

 

„რა თქმა უნდა, ახლა ეს უკვე „ორჯერ ორი ოთხივით“ არის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ემსახურებოდა შარშანდელი უსამართლო დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და რას ემსახურება ის 12 რეკომენდაცია და უკაცრავად ამ სიტყვაზე, „იწილო-ბიწილო“, რასაც ჩვენ ვხედავთ, ფოტიგა, კრამონები, კუბილუისები რას არ კადრულობენ, რეალურად ყველანაირად შეურაცხყოფას გვაყენებენ. რისთვისაა და რას ემსახურება ეს ყველაფერი? ერთადერთი საშუალება, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები დაიწყოს და რადიკალიზაცია მოხდეს, ეს არის სტატუსი. მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ ამ ოპოზიციურ უკაცრავად „ბაკქანალიაში“, რასაც ჩვენი ოპოზიცია წარმოადგენს, ეს ნარატივიც ვერ დაიჭირეს და თვითონ გააფუჭეს პროცესები. რეალურად, საზოგადოება მიხვდა, ვინ ემსახურება სტატუსის საბოტირებას და ვინ ემსახურება რეალურად ამ სტატუსის მოპოვების მცდელობას და აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რაც რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით კეთდება. 2 დღის წინ მეათე რეკომენდაციაც იქნა ჩახურული ხელისუფლების მხრიდან. გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ ახლა, როდესაც შანსი გაჩნდა, საქართველომ სტატუსი მოიპოვოს, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, ეს სტატუსი ხალხს ეკუთვნის და ხელისუფლებამ არ მიიწეროსო. ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუტი ავტომატურად ეკუთვნის სრულიად საქართველოს, არ ეკუთვნის კონკრეტულ პიროვნებას და პოლიტიკურ ჯგუფს. მაგრამ ის ბენეფიტი და რეალურად გაკეთებული საქმე, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ლომი წილი აქვს გაწეული სახელმწიფოს, ხელისუფლებას. ხალხო, დღევანდელ ოპოზიციას შევხედოთ. წარმოვიდგინოთ, რა საშინელ მდგომარეობაშია დღევანდელი ოპოზიცია.

 

 

საპარლამენტო ოპოზიციიდან დავიწყოთ: ოპოზიცია, რომელიც ამბობს ჩემი პატრიარქი არის აშშ-ს ელჩი. ოპოზიცია, რომელსაც არანაირი პირი არ გააჩნია და გუშინ ვინც აგინებდა პირობითად, კეზერაშვილს, დღეს კეზერაშვილის კართან ყელმოღერებით ფულს ითხოვს. ოპოზიციას, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პირობა და არიან იქ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ თითქოს სოციალურ თემატიკაზე, არადა მეორე წუთში საპირისპიროს ამტკიცებენ. ოპოზიცია, რომელსაც აბსოლუტურად განულებული აქვს რეპუტაცია, რომელსაც საშუალება არ გააჩნია ხელისუფლება ჩაანაცვლოს. წარმოიდგინეთ, ამის პერსპექტივა არ აქვს, აი ეს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არის აბსოლუტურად განულებული, ამ ოპოზიციურ სპექტრზე ფსონის დადება ავტომატურად ნიშნავს წაგებას. ახლა ერთადერთი საშუალებაა, სტატუსის დაკიდება ტრიგერის როლში, რომ რამენაირად მოხდეს საქართველოში დაძაბულობის კერის შექმნა“, - განაცხადა ქადაგიძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner