logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ღმერთმა ნუ ქნას, „ჰეროკრატია“ რეალურ ცხოვრებაში მომავალშიც გაგრძელდეს!
- +

9 სექტემბერი. 2016. 17:00

 


ჟურნალისტი ზაზა დავითაია გაზეთში „ასავალ-დასავალი" გოგა ხაინდრავას ფილმის „ჰეროკრატია" პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც კინოთეატრ „რუსთაველში" გაიმართა კომენტარს აკეთებს:

 

 

„სტოპ კადრი. ნამდვილი ეკრანიდან ჩემი ცნობიერება ისევ გონების ეკრანზე ინაცვლებს. 2012 წლის შემოდგომაა. ციხეებში პატიმართა უღვთოდ წამება გრძელდება. ერთადერთ პრევენციად მხილება რჩება და ვიღებ თამამ გადაწყვეტილებას - „ასავალ-დასავალში" ვაქვეყნებ ლადო ბედუკაძის მიერ ჩემთვის მოწოდებულ, გლდანის ციხის თანამშრომელთა ავან-ჩავანს და მკითხველს მოვუწოდებ, მათში ჯალათები ამოიცნოს! რედაქციას თავს ატყდება ლიბერასტთა აქციები და სხვა მძაფრი რეაქციები, მაგრამ არ გვეშინია! თანაც, გეგმამ წარმატებით იმუშავა! მხილებული და კუდამოძუებული ჯალათები ჩირგვებში იმალებიან, პატიმართა წამება მთავრდება! აკი, მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, მითუმეტეს, არცერთ ჯალათს თავიდან თმის ღერიც არ ჩამოვარდნია და არც ქუჩაში უცდიათ ვინმეს მიმართ ანგარიშსწორება - ამაოდ დაარისხეს განგაშის ზარი ლიბერასტებმა! ახლა კი ეს ჯალათები და მათი თანამდგომები იმავეს გამეორებას აპირებენ, რასაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდნენ და ამას საჯაროდ კიდეც აცხადებენ!

 

 

დარბაზიდან მდუმარედ გამოდის ერთხელ უკვე რეპრესირებული საზოგადოება. ეკრანზე „ჰეროკრატიას" მხოლოდ ორი სერია დასრულდა. ღმერთმა ნუ ქნას, „ჰეროკრატია" რეალურ ცხოვრებაში მომავალშიც გაგრძელდეს!" - წერს ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალში".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner