logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი „პლასტიკური ოპერაციის“ შემდეგ, „განახლებული“ „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში „სუფთა ხელებით“ შემოაბიჯონ
- +

24 ოქტომბერი. 2023. 23:24

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

 

 

ქართველიშვილი სვამს კითხვას - რატომ გახდა იძულებული ხათუნა სამნიძე, თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში.

 

 

როდესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობადი სახე, ექს-ომბუდსმენი გიორგი ტუღუში იძულებული იყო თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ნაწილობრივ მაინც ემხილა ჯალათობრივი რეჟიმი, გებადებოდა კითხვა, რატომ გააკეთა ეს?
როდესაც ნაცების ერთგული VIP-მომხრე კაკო ბობოხიძე პირდაპირ ეთერში გვეუბნება: "რომ არა ჩვენი საარჩევნო მანიპულაციები 2012 წელს, ოცნება 70%-ს აიღებდა" კვლავ გებადება კითხვა, რა მოტივაციით "ჩაუშვა" მან თავისი კოლეგები და საჯაროდ ამხილა ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში?

 

 

როდესაც „ნეო-ნაცი" ხათუნა სამნიძე იძულებული გახდა თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში კვლავ იგივე შეკითხვა გებადება, რა ხდება?

 

 

ჩემი აზრით, ხდება ამ კორპორაციისთვის დამახასიათებელი პროცესის მორიგი მცდელობა "ახალ მატარებელში" გადაჯდომის სახით. იმ მატარებელში, რომელმაც 2024-ის არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს ისინი, ახალი "მემანქანითა" და ახალი "ბორტგამცილებლებით"...

 

 

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტებმა არ ჩაიარეს უშედეგოდ და ვიზიტორებმა საჭირო რჩევა-დარიგებები მიიღეს. აშკარად "დაემთხვა" ეს ყველაფერი აშშ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლას და ქართულ პოლიტტექნოლოგებში საჭირო კორექტივების შეტანას - „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი "პლასტიკური ოპერაციის" შემდეგ, "განახლებული" „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში "სუფთა ხელებით" შემოაბიჯონ...“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner