logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა
- +

25 ოქტომბერი. 2023. 00:08

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

"მოემზადეთ მომავალი ამოცანებისთვის, ომი მხოლოდ ახლა იწყება. და სამწუხაროდ, ფასის გადახდა მოგვიწევს", - განუცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

 

 

"მოემზადეთ კარგად, მოემზადეთ ფიზიკურად და გონებრივად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ჩვენ მივალთ ბრძოლის ველზე და გავანადგურებთ "ჰამასს". წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აქ ვერ ვიარსებებთ", - დასძინა იოავ გალანტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner