logo_geo
eng_logo
ბლინკენი: ღაზაში მიმდინარე ომში ჰუმანიტარული პაუზები გასათვალისწინებელია მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობის დასაცავად
- +

25 ოქტომბერი. 2023. 01:09

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომში ჰუმანიტარული პაუზები გასათვალისწინებელია მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობის დასაცავად.

 

 

როგორც ისრაელური მედია იუწყება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ გააკეთა მოწოდება ბრძოლის შეჩერების თაობაზე.

 

 

"პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ეს ნიშნავს, რომ "ჰამასმა" უნდა შეწყვიტოს მათი ფარად გამოყენება. ძნელია წარმოიდგინო უფრო დიდი ცინიზმის აქტი", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

"ეს ნიშნავს, რომ ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად. ეს ნიშნავს, რომ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელ ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს ღაზაში - იმ ხალხისთვის, ვისაც ეს სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს ზიანისგან თავის დაღწევა. ეს ნიშნავს, რომ ამ მიზნებისთვის ჰუმანიტარული პაუზები უნდა იყოს გათვალისწინებული", - დასძინა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner