logo_geo
eng_logo
მედია: პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ავტომობილში სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 00:11

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას კანცელარიის კუთვნილ ერთ-ერთ ავტომობილში, სათვალთვალო მოწყობილობა იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობა ავტომობილის გეგმური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

 

 

„შესაძლოა, ეს ავტომობილი ამ მოწყობილობით რამდენიმე თვე გადაადგილდებოდა, ის არაერთხელ იყო პრეზიდენტის კორტეჟის შემადგენლობაში, მათ შორის დუდას უკრაინაში ვიზიტების დროს“, - განაცხადა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა.

 

 

ამ ეტაპზე უცნობია ვინ და როდის დააყენა ავტომობილში მოწყობილობა. გამოძიებას შიდა უსაფრთხოების სააგენტო აწარმოებს. TVN24 აზუსტებს, რომ თვითონ პრეზიდენტი ამ ავტომობილით არ სარგებლობდა.

 

 

დუდას კანცელარიაში, სახელმწიფო დაცვის სამსახურში და შიდა უსაფრთხოების სააგენტოში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner