logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთის საზღვაო ფლოტი ოკუპირებული ყირიმიდან გარბის, თუმცა უკრაინა აგრესორი ქვეყნის გემებს ოკუპირებული აფხაზეთის ბაზაზეც მიწვდება
- +

25 ოქტომბერი. 2023. 01:32

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი ოკუპირებული ყირიმიდან გარბის, თუმცა უკრაინა აგრესორი ქვეყნის გემებს ოკუპირებული აფხაზეთის ბაზაზეც მიწვდება.

 

 

ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა - უფრო სწორედ მისი ნარჩენებისთვის - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ [შავი] ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან, საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner