ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გააკრიტიკა.
"სირცხვილი მას", - უპასუხა ჟურნალისტებს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე კოენმა განაცხადა, რომ ის არ შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს მას შემდეგ, რაც გუტერეშმა ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული დარტყმები გააკრიტიკა.
"მე არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ადგილი არ არის დაბალანსებული მიდგომისთვის. "ჰამასი" უნდა განადგურდეს!" - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო.
"მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.