logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს შეხვედრები ძირითადად ემსახურება იმას, რომ გარკვეულწილად წინააღმდეგობების ახალი ბარიერი შეუქმნან საქართველოს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 09:58

 

 

„ეს შეხვედრები ძირითადად ემსახურება იმას, რომ გარკვეულწილად წინააღმდეგობების ახალი ბარიერი შეუქმნან საქართველოს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ამით ის ოპოზიციონერებისა და პრეზიდენტის შეხვედრებს გამოეხმაურა.

 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ალბათობა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მაღალია და ოპონენტების მიზანი იქნება, რომ ამ სტატუსის მიღება ახალი წინაპირობებით და ახალი დამატებითი პირობებით დატვირთონ.

 

„მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ძირითადად ემსახურება იმას, რომ გარკვეულწილად წინააღმდეგობების ახალი ბარიერი შეუქმნან საქართველოს. მოგეხსენებათ, რომ ალბათობა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იზრდება, მაღალია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რეალურად ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით უფრო წინაა თავისი პროგრესით, ყველა მიმართულებით, ამიტომ რჩება დიდი ალბათობა იმისა, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს. გამომდინარე აქედან, მათი მიზანი იქნება, რომ ამ სტატუსის მიღება ახალი წინაპირობებით და ახალი დამატებითი პირობებით დატვირთონ. ეს იქნება ალბათ მათი არასანქცირებული ვიზიტების ძირითადი, საბოლოო შინაარსი. მათ ვიზიტს არანაირი კონკრეტული დანიშნულება არ გააჩნია. არცერთი ის ამოცანა, რაც საქართველოს წინ უდგას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, არ არის მათი ქვემდებარე საკითხი. ყველა საკითხს წყვეტს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა. ზოგადად, ეს ის ოპოზიციაა, რომელსაც იგივე ამ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, არცერთ სამუშაო ჯგუფსა და საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner