„საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს, აინარს ლატკოვსკის და ჯგუფის წევრებს შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„აღსანიშნავია, რომ მეგობრობის ჯგუფი შედგება 40 დეპუტატისგან, რაც ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრობას და მჭიდრო კავშირს“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში ირაკლი ყურაშვილი.