როგორია ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში დადანაშაულებული პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმა? - ვრცელდება ვერსიები, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა ნინო ლომჯარიასა და გიორგი გახარიასთან ერთად პარტია შექმნას.
„ხალხის ძალის“ ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ისინი გაერთიანებით უარესს მიიღებენ, ვიდრე ახლა ცალცალკე არიან.
„საინტერესო იქნება, მე პირადად დიდი სიამოვნებით შევხედავ, გახარია, ლომჯარია, ზურაბიშვილი და თავში გვარამია რომ დაიყენონ, განსაკუთრებით ზურაბიშვილი-გვარამიას ტანდემი იქნება ძალიან კარგი. მაინტერესებს, საზოგადოებას რას შეჰპირდებიან წინასაარჩევნოდ. ერთი, ალბათ, ბომბების ჩამოტანას შეჰპირდება, მეორე გაშავებას შეჰპირდება, ზურაბიშვილის სახით, გახარია შეჰპირდება ალბათ, რომ მელიას გამოუშვებს ციხიდან და ა.შ. ესეთი გაერთიანებები ბუნებრივია, მე არ მჯერა. რომც გაერთიანდნენ, მიიღებენ უარესს, ვიდრე ახლა არიან ცალ-ცალკე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.